Sunday, November 11, 2012

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: სოციალური ქსელები და მათი გამოყენება
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით : სოციალური ქსელების უსაფრთხოდ გამოყენება
3. პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები გაეცნობიან სოციალური ქსელების წარმოშობის ისტორიას, გაეცნობიან სტატისტიკურ მონაცემებს თუ საქართველოსა და მსოფლიოში რა დროს ატარებს მოზარდი ვირტუალურ ქსელში.  ეს მოდაა თუ ინტერესი? ნარკოტიკივით ხომ არაა სოციალური ქსელები. რა და რა სახის საფრთხეები არსებობს. როგორ უცვლის მოზარდს ფსიქიკას, სოციალური ქსელები. ამ პროექტის საფუძველზე ვასწავლი ბავშვებს, როდორ დაიცვან თვი ვირტუალური სამყაროში, შეინარჩუნონ  ინტერნეტში უსაფრთხოება.
4. პროექტის მიზანი: მოზარდში დღეს აქტუალურია სოციალური ქსელების გამოყენება. ამიტომ მოსწავლეები უნდა იცნობდნენ სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებს, შეეძლოთ მათი უსაფრთხოდ გამოყენება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირება და მნიშვნელობა, ექსპერიმენტი, დაკვირვება, შედარება, ანალიზი.
5. მონაწილეთა ასაკი: Vll კლასი, 12წელი
6. ვადების ხანგრძლივობა :1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიგებენ, რომ ვირტუალურმა სამყარომ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის რეალურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია ბალანსი თუ რა დროს გაატარებენ ვირტუალურ სამყაროში ბავშვები. გაკეთდება სურათები, სასკოლო კედლის გაზეთი, ჩანაწერები, აქცია სოციალური ქსელის უსაფრთხოდ მოხმარების შესახებ ექნებათ შეხვედრები მშობლებთან, რათა ჩაერთონ ბავშვებთან ერთად უსაფრთხო ინტერნეტის გამოყენებაში!
8, პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა, მარკერი, კომპიუტერი ინტერნეტი, ფოტოაპარატი, პლაკატი,ფლიპჩატი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 20 მოსწავლეს დავყოფ ოთხ ჯგუფად და მივცემ დავალებებს:
I ჯგუფი - მოიპოვონ ინფორმაცია სოციალურიი ქსელის დადებით და უარყოფით მხარეების შესახებ.
II ჯgufi -  გააკეთონ მოზარდებში გამოკითხვა სოციალური ქსელების  მოხმარების ინტენსივობის შესახებ.
III ჯგუფი - შეხვდება ფსიქოლოგებს,გაარკვევს მათ დამოკიდებულებას ამ საკითხის შესახებ.
IV ჯგუფს - შეხვედრები ექნება მშობლებთან,
კვირაში ერთხელ მექნება შეხვედრა ჯგუფის წევრებთან, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა, ბოლოს წარმოადგენენ ნამუშევრებს და მოხდება მათი პრეზენტაცია.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურასთან, სპორტთან,ბიოლოგიასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  სოფიო მერაბიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: smerabishvili7@gmail.com.